ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულტა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის წარმომადგენელმა სტიუარტ კანდიმ განაცხადა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 17 გარდაცვლილის შესახებ. 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი 2 დღის წინ გაუჩნდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად განადგურდა. 79 ადამიანი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. 17 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ცოტა ხნის წინ ტრაგედიის ადგილი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ და პრინცმა უილიამმა მოინახულეს.