აღმაშენებლის ხეივანში სამართალდამცველები, სავარაუდოდ, სპეცოპერაციას ატარებენ.
არსებული ინფორმაციით, დიდი დიღმისკენ მიმავალ ტრასაზე, გლდანის გადასახვევთან, საავტომობილო გზის შუა ნაწილში ნიღბიან პირებს, სავარაუდოდ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს რამდენიმე მანქანა ჰყავთ გაჩერებული.
როგორც ირკვევა, ადგილზე იმყოფებიან ასევე სამართალდამცველების სხვადასხვა ეკიპაჟები. თუ რას უკავშირდება აღნიშნული ღონისძიება, სამართალდამცველები არ საუბრობენ.
დიდი დიღმის ტრასაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.