დღევანდელი უშიშროების საბჭო არის მხოლოდ და მხოლოდ სათათბირო ორგანო და მეტი არაფერი, - ამის შესახებ ლიპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ უშიშროების საბჭო წყვეტს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, სცილდება ყველანაირ ჯანსაღ და საღ აზროვნებას.
"ამ თემაზე მთელი რიგი პოლიტიკური სპეკულაციები სცილდება რეალობას. დღევანდელი უშიშროების საბჭო არის მხოლოდ და მხოლოდ სათათბირო ორგანო და მეტი არაფერი, რომელიც იღებს ერთადერთ გადაწყვეტილებას, ეს არის შეიაღარებული ძალების რიცხოვნობის განსაზღვრა, რაც არ შეცვლილა მას შემდეგ რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები არსებობს. პრეზიდენტთან რჩება ყველა ის უფლებამოსილება, რაც აქამდე ჰქონდა და თავისთავად მთავრობას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. საუბარი იმაზე, რომ უშიშროების საბჭო წყვეტს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, სცილდება ყველანაირ ჯანსაღ და საღ აზროვნებას. პირიქით, საერთაშორისო ორგანიზაციები, ვენეციის კომისია გვაძლევს რეკომენდაციას, რომ უნდა შევქმნათ ეფექტური ორგანო. შარშან ორჯერ შეიკრიბა ეროვნული უშიშროების საბჭო და თქვენ გინდათ დამაჯეროთ, რომ პრეზიდენტმა, ვინც არ უნდა იყოს იქ, მიიღო იმდენი რჩევა, იმდენი განათლება და ინფორმაცია, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეგავლენა მოახდინა? რა თქმა უნდა, არა. მე თავად ვარ უშიშროების საბჭოს წევრი და ვიცი რაზე ვმსჯელობთ იქ. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თავდასხმის შემთხვევაში საჭიროა პოლიტიკური კონსოლიდაცია, სწორედ ამიტომ არის შემოთავაზებული თავდაცვის საბჭოც", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.