ჩვენ მთლიანობაში ვუყურებთ შემოთავაზებულ ცვლილებებს, ეს ყველაფერი ეროვნული უსაფრთხოების სისტემას გამოშიგნავს, მთლიან არქიტექტურას შეასუსტებს, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი - უმაღლესი მთავარსარდლის საკითხი, უშიშროების საბჭოს საკითხი და მთლიანად ცვლილებები ერთიან ბმაშია და ამ ბმის ერთობლიობა გვაძლევს შესუსტებულ თავდაცვისუნარიანობას.
"ჩვენ მთლიანობაში ვუყურებთ შემოთავაზებულ ცვლილებებს. ეს ყველაფერი ეროვნული უსაფრთხოების სისტემას გამოშიგნავს, მთლიან არქიტექტურას შეასუსტებს. ყველაფერი - უმაღლესი მთავარსარდლის საკითხი, უშიშროების საბჭოს საკითხი და მთლიანად ცვლილებები ერთიან ბმაშია და ამ ბმის ერთობლიობა გვაძლევს შესუსტებულ თავდაცვისუნარიანობას. შემოთავაზებული ცვლილებები არ ეყრდნობა არსებულ გამოწვევებს, არ ითვალისწინებს ოკუპაციას. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ცვლილებების განხორციელებისგან პარლამენტი თავს შეიკავებს”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.