რუსეთისა და აშშ ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„რუსეთი და აშშ, როგორც გავლენიანი სახელმწიფოები, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში ურთიერთობენ. კიდევ კარგი, ასეთი ფორმატები არსებობს და იმედია ეს დიალოგი გაგრძელდება,“- აღნიშნა პუტინმა.