არიანა გრანდე მანჩესტერში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. გრანდიოზული კონცერტი ოლდ ტრაფორდზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ჯასტინ ბიბერი, კეტი პერი და ჯგუფი ქოლდფლეი მიიღებენ. შემოსული თანხა მანჩესტერის ტერაქტის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. მასშტაბური ტერორისტული აქტი მანჩესტერ არენაზე 22 მაისს, გრანდეს კონცერტზე განხორციელდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.