ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ამერიკული ანალოგი M-240 ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავცელებს.
უწყების ცნობით, კრწანისში ხვალ, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) დაარსების ორი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების - ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 იარაღის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას დაესწრებიან.