დღეს, 4 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართება ორი აუქციონი. ფინანსთა სამინისტრო მე-17 აუქციონზე 10 მლნ ლარის მოცულობის 175-დღიანი, ხოლო მე-18 აუქციონზე 10 მლნ ლარის მოცულობის 364-დღიანი სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების მე-16 აუქციონი 28 ოქტომბერს გაიმართა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ 32 000 000 ლარი შეადგინა, მიღებული განაცხადების რაოდენობამ 14, ხოლო დაკმაყოფილდა ოთხი.
აქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა დაკმაყოფილებული განაცხადი 4.93 %, მაქსიმალური - 5.09 %, საშუალო შეწონილმა 5.02% შეადგინა.