ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ განაგრძოს ინვესტირება ახალ აღჭურვილობაში, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორმა იტან კორბინმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ დიდი გზა გაიარა, განსაკუთრებით 2008 წლიდან. მისივე თქმით, ბევრი იყო საუბარი შიდა რეფორმებზე, ვინაიდან საქართველოს სურს MAP-ის მიღება, რათა ალიანსის წევრი გახდეს.
„საქართველო დაჯილდოვებული იყო განსაკუთრებული პარტნიორობისა და ურთიერთობის სტატუსით. თუმცა, კიდევ არის მისაღწევი პროგრესი. ერთ-ერთი უმთავრესი კი საბჭოთა მემკვიდრეობისგან დარჩენილი აღჭურვილობის ჩანაცვლებაა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ განაგრძოს ინვესტირება ახალ აღჭურვილობაში, შეიარაღებული ძალების რეფორმირება, რათა ნატო-ს სტანდარტებს შეესაბამებოდეს და ოპერაბელური იყოს ნატო-ს ძალებთან. საქართველო კარგ დახმარებას იღებს ამ კუთხით აშშ-სგან. ვფიქრობ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ რუსეთზე, განსაკუთრებით 2014 წლიდან, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა. რაც შეეხება რუსეთიდან მომავალ საფრთხეს, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის საკითხი ყოველთვის იყოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რათა შევინარჩუნოთ ეს სტაბილურობა“, - განაცხადა იტან კორბინმა.