2008 წელს საბოლოოდ ჩვენ დავინახეთ ყველა ის სისუსტე, რომლის გამოსწორებასაც გარკვეული წლების განმავლობაში ვცდილობდით, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატო-ს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, შეიცვალა ომის წარმოების პრინციპები, რომელიც მისაღებია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა
„მთავარი სიახლე შეიარაღებულ ძალებში, რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ არა მარტო სტრუქტურულად შევიცვალეთ, არამედ ვცდილობთ შევცვალოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების ომის წარმოების პრინციპები. ომის წარმოების პრინციპი, რომელიც მისაღებია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების მომზადება პირდაპირ მიმართული იქნება იმ საფრთხეების გამკლავებისთვის, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს.