საქართველოს მიზანია, რომ ეს ფორმატი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ის წარმატებები, რასაც ქვეყანამ მიაღწია, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა სასტუმრო „ჰუალინგში“ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დაწყებამდე განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა თავდაცვის სფეროში, ეკონომიკური მიმართულებით, ყველაფრის დემონსტრირება მოხდება და ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ მხარდაჭერილი და აღიარებული იქნება ყველა ეს მიღწევა
„საქართველოს მიზანია, რომ ეს ფორმატი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ის წარმატებები, რასაც ქვეყანამ მიაღწია, რამდენადაც ეს შემდგომში უნდა აისახოს ჩვენს სწრაფვაზე ნატო-სკენ და შეფასებებში მივიღოთ პოზიტიური შედეგები. ამიტომ მიხარია, რომ ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა თავდაცვის სფეროში, ეკონომიკური მიმართულებით აქ ამ ყველაფრის დემონსტრირება მოხდება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხარდაჭერილი და აღიარებული იქნება ყველა ეს მიღწევა“, - განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, სასტუმრო „ჰუალინგში“ დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამი კომიტეტის - თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტების სხდომა გაიმართება.