ზოგიერთმა დეპუტატმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ განიცადა, აბსოლუტურად მისაღებია, რათა გაწევრიანების საკითხი მალე დადგეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, არც ერთი გამომსვლელის მხრიდან არ ყოფილა კრიტიკა, შენიშვნები და ყველას მხრიდან აღნიშნული იყო ის წარმატებები და პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.
"ვისაუბრეთ რუსეთის მიერ განხორციელებულ იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, იმ საფრთხეებზე, რაც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს. შევეხეთ შეერთებული შტატების როლს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის ფარგლებში. საერთო ჯამში მივიღეთ მხარდაჭერა. არც ერთი გამომსვლელის მხრიდან არ ყოფილა კრიტიკა, შენიშვნები და ყველას მხრიდან აღნიშნული იყო ის წარმატებები და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია. იყო სრული მხარდაჭერა გამოხატული, რომ მათ თავიანთ მთავრობებს მოუწოდონ, რათა საქართველოს უფრო მეტად დაუჭირონ მხარი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ზოგიერთმა დეპუტატმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ განიცადა, აბსოლუტურად მისაღებია, რათა გაწევრიანების საკითხი მალე დადგეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.