უამინდობა შეერთებულ შტატებში. ჩრდილოეთ კაროლინას ტორნადომ გადაუარა. ძლიერმა ქარიშხალმა სემპსონის დასახლებულ რაიონში ათობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომაგისტრალები. არიან დაშავებულებიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.