აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას მხარდაჭერის წერილს უგზავნის.
როგორც წერილში ჯეიმს მატისი აღნიშნავს, თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში.
„პატივცემულო მინისტრო, დიდად ვაფასებ თქვენი ერის მტკიცე ერთგულებას ჩვენი საერთო დემოკრატიული ფასეულობებისადმი და საქართველოს მიერ ავღანეთის ბრძოლის ველზე ჩვენთან ერთად გაღებული ფასდაუდებელი თავგანწირვისადმი. თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში. მნიშვნელოვანია, თქვენს მიერ არჩეული კურსი და პრინციპებისადმი ერთგულება. მიუხედავად არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს მსოფლიო სტაბილურობისადმი მხარდაჭერას. “, - ნათქვამია წერილში.