ლიტვაში ნატოს სამხედრო წვრთნები ტარდება. ქალაქ პაბრადეს პოლიგონზე სწავლებებში მონაწილეობა 200-მდე გერმანელმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. გერმანული სამხედრო კონტინგენტი ლიტვაში იანვრიდან იმყოფება. 450 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად ქვეყანაში 200 ერთეული სამხედრო ტექნიკაა შეყვანილი.