ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებას, რომელაც აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი ”მხედრიონი” წარმოიქმნას.
მისი განცხადებით, ეს ჩანაწერი ეკუთვნის ნებისმიერ სხვა სახელმწიფო დანაყოფს, რომელიც არ შედის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში.
"ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია და ეს არის ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებული მოსაზრება. რეალურად, ეს ჩანაწერი ეკუთვნის ნებისმიერ სხვა სახელმწიფო დანაყოფს, რომელიც არ შედის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. ეს ჩანაწერი სწორედ ამას არეგულირებს. რეალურად, ეს დანაყოფები დღესაც არსებობენ სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაში და კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი სწორედაც რომ აწესრიგებს საკითხს. ეს არის უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.