სამხრეთ კორეის ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში ტაადის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების განთავსების შეთანხმებას გადახედავს. ამის შესახებ მან ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა. მუნ ჩჟე ინის თქმით, ის მზადაა სადავო საკითხების მოსაგვარებლად მოლაპარაკება ვაშინგტონთან, ტოკიოსთან და საჭიროების შემთხვევაში ფხენიანთანაც გამართოს. საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კორეაში გუშინ ჩატარდა. გამარჯვებული კანდიდატი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა.