ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 44-ს მიაღწია. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციაში განაცხადეს. ამავე ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ათასზე მეტი აქტივისტი დააპატიმრა. 650 მათგანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მასშტაბური საპროტესტო აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში თვეზე მეტია, გრძელდება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.