ბრედ პიტი ალკოჰოლსა და მარუხუანაზე დამოკიდებულებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა. ამის შესახებ მან ჟურნალ ჯი-ქიუ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მსახიობი აღიარებს, რომ ანჯელინა ჯოლისთან განშორების შემდეგ დეპრესიაში იმყოფებოდა და ირწმუნება, რომ კრიზისულმა პერიოდმა უკვე ჩაიარა. „მე არ მინდა ის მძულდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბავშვებთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნო,“-აცხადებს 53 წლის მსახიობი.