მალტის პრემიერ-მინისტრი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. გადაწყვეტილება ჯოზეფ მუსკატმა საკუთარი გარემოსცვის ზეწოლით მიიღო. პრემიერის თანაგუნდელები არჩევნების ჩატარებას ე.წ. „პანამის დოსიეს“ გამოქვეყნების შემდეგ ითოვდნენ. დოსიეში, რომელიც იმ პოლიტიკოსებს ამხელდა, ვისაც საიდუმლო ოფშორებში ანგარიშები ქონდათ, მალტის პრემიერი, მისივე მეუღლე და ენერგეტიკის მინისტრიც ფიგურირებდნენ. მუსკატის გადაწყვეტილებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მალტაში 3 ივნისს ჩატარდება.