ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ახალი პარლამენტის ფორმირება გადაწყვიტა. საგანგებო განცხადება მან კარაკასში საპირველმაისო დემონსტრაციაზე გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაბამის განკარგულებას ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს. ნიკოლას მადუროს ინიციატივას ოპოზიციამ საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ვენესუელის ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობას დღეს ოპოზიცია წარმოადგენს. პრეზიდენტ მადუროს გადადგომის მოთოვნით საპროტესტი აქციები თითქმის ერთი თვეა, გრძელდება.