ამერიკის სახელმწოფო დეპარტამენტი ევროპაში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ იტყობინება. ტილერსონის უწყებამ ამერიკის მოქალაქეებს ევროპაში მგზავრობის შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამოქალაქეებს საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთსა და ბრიტანეთში მომხდარი თავდასხმები შეახსენა და აღნიშნა, რომ ისეთ „ ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ ქალიდას“ ევროპაში ტერაქტების მოწყობა ისევ შეუძლიათ. ისლამისტთა სამიზნე შესაძლოა აერპორტები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კლუბები და ტაძრები გახდეს.