საპირველმაისო აქცია ბელარუსის დედაქალაქში ინციდენტების გარეშე დასრულდა. ოპოზიციამ მინსკის ცენტრში პირველი მაისი მიტინგით აღნიშნა. აქციაში მონაწილეობას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვლადიმერ ნეკლიავიც იღებდა. მიტინგი ოპოზიციას მერიასთან არ შეუტანხმებია, თუმცა მილიციას ოპოზიციის აქტივისტები არ დაუკავებია.