პარიზში მშრომელთა საერთაშორისო დღე ხმაურიანად აღნიშნეს. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქცია, ტრადიციულად მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. მასობრივი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის 2 პოლიციელია.