ბოლო 40 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი ყველაზე მაღალი იქნება. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა განაცხადა. მისივე თქმით, თავდაცვის დაფინანსების გაზრდა ამერიკის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, აუცილებელია. პენსმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას კონგრესი მხარს დაუჭერს. გასულ წელს ამერიკის ბთავდაცვის ბიუჯეტმა 611 მილიარდი დოლარი შეადგინა.