30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. შეიარაღებული ძალების დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
ღონისძიებები ორ ლოკაციაზე - ქ. გორში დისლოცირებულ I ქვეით და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადებში გაიმართება.
გორში სამხედრო ქვედანაყოფში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრებიან.
ვაზიანში კი, შეიარაღებული ძალების დღეს სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მიულოცავს.
ვაზიანში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრებიან.