საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01% მიიღო, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა კი - 21,30%. შესაბამისად, ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს: ფრანსუა ფიიონი - 20,01%, ჟან-ლიუკ მელანშონი - 19,58%, ბენუა ამონი - 6,36 %, ნიკოლა დიუპონ-ენიანი - 4,70%, ჟან ლასალი - 1,21 %, ფილიპ პუტუ - 1,09%, ფრანსუა ასელინო - 0,92 %, ნატალი არტო - 0,64 %, ჟაკ შემინადი კი - 0,18 %.
მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობამ 78,69% შეადგინა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 80,42% იყო.