შეერთებულ შტატებში სიკვდილით კიდევ ერთი ადამიანი დასაჯეს. ლედელა ლის სასიკვდილო განაჩენი არკანზასის უმაღლესმა სასამართლომ გამოუტანა. ლის ბრალი მეზობელი ქალის, დებრა რიზის მკვლელობაში დასდეს. თვის ბოლომდე არკანზასში სიკვდილით კიდევ 6 მსჯავრდებულს დასჯიან, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში აღარ მომხდარა.