ანჯელინა ჯოლი ისევ თხოვდება. ამის შესახებ ყველა ცნობილი ჰოლივუდური გამოცემა წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი 40 წლის ბრიტანელ ბიზნესმენსა და ფილანტროპზეა შეყვარებული, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება. ანჯელინამ ბიზნესმენი ლონდონში საერთო მეგობრების წვეულებაზე გაიცნო. სხვა ვერსიით კი ისინი ერთმანეთს გაეროს ღონისძიებაზე შეხვდნენ. როგორც ამერიკული პრესა წერს, ანჯელინა ბრედ პიტთან სასამართლო დავის დასრულებას ელოდება, რომ ბისნესმენთან იქორწინოს.