ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის შესახებ ახალი რეზოლუცია შეიტანეს. პროექტის ინიციატორები იდლიბში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამოძიებას მოითხოვენ. ქიმიური იარაღი ქალაქ ხან-შეიხუნში 4 აპრილს გამოიყენეს, რასაც 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ბარბაროსულ აქტზე პასუხისმგებლობას დასავლეთი სირიის მოქმედ რეჟიმს აკისრებს.