ტერორისტული აქტები ეგვიპტეში. აფეთქების ხმა შუადღისას ქალაქ ტენტას ცენტრალურ რაიონში გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში ამოქმედდა, სადაც ქრისტიანები ბზობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე კი დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია პოლიციის სასწავლო ცენტრთან მომხდარი აფეთქების შესახებაც, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა. მოგვიანებით თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ალექსანდრიაში წმინდა მარკოზის ტაძართან აიფეთქა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა. ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შერიფ ისრაელმა მომხდარს უკვე მისცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.