ერაყის სამთავრობო ძალები ისლამისტთა პოზიციებს ავიწროვებენ. არმიის შენაერთებმა დასავლეთ მოსულში კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონი გაათავისუფლეს. მათ კონტროლს მატაჰინის დასახლება დაექვემდებარა. შეტაკებისას ისლამურმა სახელმწიფომ 50-მდე მებრძოლი დაკარგა. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ 19 თებერვალს დაიწყო.