სარკინიგზო კატასტროფა მოხდა რუმინეთშიც. პეტროშანსა და სიმერიას შორის სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 14 ვაგონი ხევში გადაიჩეხა. ინციდენტს 2 ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა გახდა.