შეერთებული შტატების თავდასხმა შარიათის ავიაბაზაზე სულელური და უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო. ასე აფასებს სირიის მოქმედი ლიდერი ამერიკული მხარის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს. მანამდე მომხდართან დაკავშირებით დამასკომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ამერიკული მხარე თავისი გაუაზრებელი ქმედებებით ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს.