ესპანეთის მონარქი ფელიპე მეექვსე დედოფალ ლეტიციასთან ერთად ამომავალი მზის ქვეყანას ესტუმრა. მეფე და დედოფალი იაპონიის იმპერატირსა და მის მეუღლეს ტოკიოს სასახლეში ეწვივნენ. მოგვიანებით სამეფო წყვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება. იაპონიაში ოთხდღიანი ვიზიტი ესპანელი მონარქისთვის პირველია მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტი დაიკავა.