სომხეთი პარლამენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღეს დილით გაისხნა. პირველად ქვეყნის ისტორიაში, საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ტარდება. მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პარტიებმა 5 პროცენტიანი, პოლიტიკურმა ბლოკებმა კი 7 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. არჩვნებში მონაწილეობას 5 პარტია და 4 პოლიტიკური ბლოკი იღებს.