პოლიტიკური კრიზისი პარაგვაიში. ასუნსიონსიონის ცენტრში ოპოზიციამ მასობრივი არეულობები მოაწყო. დემონსტრანტებმა პარლამენტი შტურმოთ აიღეს და შენობაში ხანძარი გააჩინეს. პოლიციასთან შეტაკებისას რამდენიმე მანიფესტანტი დაშავდა. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევის უფლება ეძლევა. 1992 წელს მიღებული კონსტიტუციით, პარაგვაი პრეზიდენტს ერთი, 5 წლიანი ვადით ირჩევდა.