თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი თავდგირიძე აცნობს.
მისი თქმით, აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროექტების დაწყებას თავდაცვის სამინისტრო 2018 წლიდან გეგმავს.
უწყებაში მომზადებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის გათვალისწინებით, შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩაირიცხებიან სერჟანტთა და კაპრალთა ის კატეგორია, რომლებმაც ერთი კონტრაქტი მაინც დაასრულეს და გამოთქვეს სურვილი, იმსახურონ აქტიურ სარეზერვო სამსახურში. ჩარიცხულ რეზერვისტებს უფლება მიეცემათ იმსახურონ ერთი ხუთწლიანი კონტრაქტის ვადით, ხოლო შემდეგ სამსახური გააგრძელონ ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ან დაასრულონ აქტიური სარეზერვო სამსახური და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში.
რაც შეეხება ტერიტორიულ რეზერვს, ის ეროვნული გვარდიის ბაზაზე შეიქმნება, ტერიტორიული რეზერვის რეზერვისტობა ნებაყოფილობითი და ანაზღაურებადი იქნება.