ამერიკულმა კომპანია Apple-მა ინოვაციური ტექნოლოგია - 3D-სელფი დააპატენტა. ეს არის ახალი ფუქნცია, რომელიც უკვე iPhone 8-ს ექნება.
როგორც უცხოური გამოცემები წერენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ბიურომ Apple-ს განაცხადი დააკმაყოფილა და კომპანიის სახელზე 3D-სელფი დააპატანტა.
ექსპერტების განმარტებით, ახლად დაპატენტებული ინოვაცია უკვე iPhone 8-ში გამოჩნდება და ის საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი იქნება.
ახალი ტექნოლოგიით კამერაში იზრდება სახლის აღქმადობის მაჩვენებელი და ადამიანების იდენტიფიცირება უფრო მაღალ ხარისხში მოხდება.