თბილისს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია. დელეგაციას გენერალი პეტერ პაველი ხელმძღვანელობს. ოფიციალური ვიზიტი 2-დღიანია. გაიმართება სხდომა. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან. შეხვედრების მთავარი თემებია - ურთიერთობების გაღრმავება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ერთობლივი სწავლებები, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, შავი ზღვის უსაფრთხოება. სტუმრები მოინახულებენ გორის თავდაცვის აკადემიას და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თქმით, ვიზიტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. "ნატო-ს შტაბბინაში გავაგზავნეთ შეთავაზება, რა ფორმით შეგვიძლია მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოებაში", - ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია.