დღეს, 3 ნოემბერს, თაღლითური გზით ფულის გამოძალვაში ბრალდებულების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, სვეტლანა მაისურაძისა და ყოფილი გამომძიებლის, ნინო ჯარიაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.
მათ ბრალად ედებათ თაღლითური სქემით პატიმრების ახლობლებისგან ფულის გამოძალვა. მაისურაძე და ჯარიაშვილი პატიმრების ახლობლებს საპროცესო გარიგებით ან შეწყალებით გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.
მაისურაძესა და ჯარიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის IV ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, თაღლითობის მძიმე ფორმაში ედებათ. ისინი 2009 წლის 17 თებერვალს დააკავეს.