საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა.
ანა დოლიძემ ლიცეუმის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. იმის გამო, რომ
წელს პირველად კადეტთა სამხედრო ლიცეუმში უფროსკლასელი გოგონები მიიღეს სასწავლებელში
ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროება დადგა.
საპალამნეტო მდივანი პირადად გაეცნო გოგონების საცხოვრებელ პირობებს და დათვალიერა ის კორპუსი, რომელშიც კადეტები ცხოვრობენ.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პირველკურსელებს შეხვდა და მათგან მიიღო ინფორმაცია როგორ მიმდინარეობს სწავლა და რამდენად შეძლეს ახალ პირობებთან ადაპტირება .
„კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ქართული სამხედრო განათლების თვალსაჩინო მაგალითია. ამ 8 გოგონასგან მივიღე პირადად ინფორმაცია როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი", - აღნიშნა ანა დოლიძემ