ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი “ნატო-საქართველო 2016“-ის დაწყებას მიესალმება. მისი თქმით, ნატო-საქართველოს 2016“-ის დაწყება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს მხრიდან ნატო-სკენ.
„ეს არის საკვანძო მოვლენა ნატო-საქართველოს ხანგრძლივ და ღრმა თანამშრომლობაში, რაც შემდგომში ძლიერი თავდაცვისადმი, ასევე ნატო-ს ოპერაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობებისადმი საქართველოს ერთგულების აღიარებაა. ეს ასევე ასახავს ალიანსის მხარდაჭერას, დაეხმაროს სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში და ჩვენი ძალების ერთობლივ მომზადებაში”, - განაცხადა აპატურაიმ.