საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რადულივიუჰორუმბას შეხვდა. განხილვის მთავარი თემა შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი იყო. ითქვა, რომ საკითხზე საქართველოში წლის ბოლოს კონფერენციის ჩატარება იგეგმება. იმსჯელეს ერთობლივ სამხედრო სწავლებებზეც. სექტემბერში საქართველოში გამართულ სწავლებაში რუმინეთიდან 35 სამხედრო მონაწილეობდა.