საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
მისივე თქმით, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან, როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები.
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა, კერძოდ წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახრეები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე და მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება. განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, ასევე წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის”, - განაცხადა ლევა იზორიამ.