დღეს, 19.30 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება ძველი ქართული ფილმის კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია" ჩვენება. ქართული მუნჯი კინოს ეს შედევრი, 1929 წელსაა გადაღებული ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირში თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე აკრძალული იყო და მისი ახალგაზრდა ავტორი ბოლშევიკებმა საერთოდ ჩამოაშორეს კინემატოგრაფიას, დღეს მსოფლიო კინოს ოქროს ფონდშია შესული.
ფილმის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაიმართება კონცერტი ცოცხალი შესრულებით, წარმოდგენილი იქნება ფოტო გამოფენა, არქივიდან ამოღებული უნიკალური მასალით, ვიდეოკოლაჟი და ჩრდილების თეატრი. ღონისძიებას დაესწრებიან კინოსა და თეატრში მოღვაწე ხელოვანები, ასევე კულტურის, ძეგლთა დაცვისა
მასალის გამოყენების პირობები