საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატოს ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას ნატოს შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი შავი ზღვის რეგიონში საკუთარი ძალების გაძლიერების გეგმის დეტალებს თებერვალში გაასაჯაროვებს. სტოლტენბერგმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, რაც იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანა დემოკრატიულ ინსტიტუტებს აძლიერებს.