სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტო მიმდინარე კვირაში ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გამართავს. ლევან იზორიას განცხადებით, შეხვედრაზე უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე იმსჯელებენ, მათ შორის, რეზერვისა და წვევამდელების საკითხებზე. თავდაცვის მინისტრის თქმით, შეხვედრის დეტალები 7 ნოემბერს გასაჯაროვდება.