თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით სამხედრო სავალდებულო გაწვევის საკითხი შეისწავლა და ახლო მომავალში, მისი განხილვა ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთადაც მოხდება.
„შევისწავლეთ პრაქტიკულად ყველა ქვეყნის გამოცდილება და ბუნებრივია, მე, როგორც მინისტრს, ჩამომიყალიბდა ჩემი პოზიცია, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი პოზიციის გაჟღერებისგან თავს ვიკავებ. ახლო მომავალში ვგეგმავთ, ჩვენი პოზიციით წარვსდგეთ ჯერ ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორთან, რათა იყოს ფართო სპექტრი დისკუსიებში წარმოდგენილი. ბუნებრივია, მათი აზრიც საინტერესო იქნება ამ თვალსაზრისით. შემდეგ, უკვე ვგეგმავთ ჩვენი მოღვაწეობის 100 დღიანი ანგარიშით წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე და მომავალი გეგმებიც იქნება განხილული. მათ შორის საკითხი, რომელიც წვევამდელების თემას ეხება, დეტალურად იქნება განხილული“, - განაცხადა იზორიამ.
სამხედრო სავალდებულო გაწვევა თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა.