,,ჩვენ ყოველთვის ვალში ვიქნებით თქვენს წინაშე, ქართველი ხალხის მიმართ გულწრფელი აღფრთოვანებით და იმ სიყვარულით, რასაც განვიცდით თქვენი ულამაზესი სამშობლოს მიმართ”, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ვაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, დიდი პატივია ესწრებოდეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას.
„ჩვენ ყველანი ამაყები ვართ იმით, რასაც აკეთებთ თქვენ და საქართველო, რომ მსოფლიოში მშვიდობა განმტკიცდეს. ექსტრემისტები კვლავაც ცდილობენ საფრთხეში ჩააგდონ ჩვენი უფლებანი და თავისუფლებანი. თქვენი ჯარები კი დგანან მშვიდობის სადარაჯოზე, მოშორებული თავისი ოჯახებიდან. მსოფლიო მართლაც ვალშია ქართველების წინაშე, მათი კონტრიბუციისთვის საერთაშორისო მისიებში“, - მიმართა ელჩმა ქართველ სამხედროებს დამათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუბნება უსურვა.